ევროპაში ყოველი ხუთი ბავშვიდან ერთი რაიმე სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
ეს მოიცავს სექსუალური ხასიათის შეხებას, გაუპატიურებას, სექსუალურ შევიწროებას, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩასადენად ბავშვის მიტყუებას, ექსიბიციონიზმს, პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში ექსპლუატაციას, ონლაინ სექსუალურ გამოძალვასა და იძულებას...
სექსუალური ძალადობა ხშირად ტოვებს ცხოვრებისეულ იარებს
ძალაუფლებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით
70%-დან 85%-მდე ბავშვი იცნობს მოძალადეს.
ბავშვების დიდი უმრავლესობა იმ ადამიანთა მსხვერპლია, რომელთაც ისინი ენდობიან.
ძალადობა ხდება სპორტშიც
სპორტში ბავშვები შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან აქ :
მაღალი შემგუებლობაა ფიზიკური ძალადობისა და დაზიანებათა მიმართ
ავტორიტარული და უთანასწორო ურთიერთდამოკიდებულებაა მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შორის
თავიდან იცილებენ სკანდალს: ინციდენტები მიჩქმალულია
დომინანტურია მამრობითი სქესის წილი
ხშირად საჭიროა ფიზიკური კონტაქტი
არსებობს დაჯილდოების სისტემა
შეუსაბამო სექსუალური ხასიათის საქციელი ხშირად შეწყნარებულია, დისკრიმინაცია და გენდერული უთანასწორობა კი - მიღებული
ხშირია პოტენციურად სარისკო სიტუაციები: გასახდელი ოთახები, საშხაპეები, მანქანით წაყვანა, ღამით დარჩენა.
ბავშვებისთვის რთულია საუბარი
დაახლოებით სამიდან ერთი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არასოდეს უყვება ვინმეს ამაზე
ზოგიერთ ბავშვს არ შეუძლია ამოიცნოს ძალადობა ძალიან მცირე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო
შიში, რომ არ დაუჯერებენ ან შიში შედეგების მიმართ: საპასუხო ქმედება, შესაძლო გავლენა ოჯახზე, კარიერაზე, რეპუტაციაზე
სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა
ბავშვებმა არ იციან, ვის უამბონ
სპორტსმენებისგან მოელიან სიძლიერეს, მოწყვლადობა სისუსტედ აღიქმება
აღრევა: ზოგიერთ ბავშვს სჯერა, რომ მოძალადესთან „ურთიერთობა“ ნამდვილია
ზრდასრულებმა უნდა დაარღვიონ სიჩუმე
სპორტი შეიძლება იქცეს ბავშვებისთვის გამაძლიერებელ და დამცავ გარემოდ.
ზრდასრულთა საქმეა ძალადობის პრევენცია, ბავშვთა დაცვა და დახმარება დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სიჩუმის დამრღვევები
ესენი არიან სპორტსმენები, მწვრთნელები, კლუბები, ფედერაციები, პოლიტიკური ფიგურები და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, გაატარონ კონკრეტული ზომები სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის აღსაკვეთად
თამაშის წესებს ცვლიან
მთავრობები, ორგანიზაციები, ინსტიტუციები, ფედერაციები, კლუბები და გუნდები, რომლებიც ჩვენთან პარტნიორობით ესწრაფვიან ცვლილებებს, რათა სპორტი აქციონ უსაფრთხო და გამაძლიერებელ გარემოდ ყველა ბავშვისათვის
ჩვენ შეგვიძლია დახმარება
ევროპის საბჭოს კონვენცია „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს გასატარებელ ზომებს
ის იცავს ბავშვებს 48 სახელმწიფოში
სპორტში ბავშვთა მიმართ ძალადობის
შესაჩერებლად ევროპის საბჭო ხელს უწყობს:
კანონმდებლობისა და პოლიტიკის დახვეწას
ბავშვთა დაცვის სტრატეგიების შემუშავებას სპორტული სტრუქტურებისთვის, აქტივობათა და ღონისძიებათათვის
ქცევის კოდექსის შემუშავებას
პროფესიონალთა გადამზადებას: მწვრთნელების, სპორტული მენეჯერების და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების
მშობელთა გაძლიერებას
ბავშვთა გაძლიერებას
მეტის გასაგებად
საქართველოში „Start to Talk“ კამპანია დაიწყო 2020 წლის 10 დეკემბერს.
არსებობს ევროპის საბჭოს ბევრი ინსტრუმენტი, რომლებიც დაგეხმარებათ:
პროექტი ევროკავშირთან თანამშრომლობით სპორტის სფეროში ბავშვთა დასაცავად
გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის სფეროში
ჩვენი საქმიანობა ეთიკური, ინკლუზიური და უსაფრთხო სპორტისთვის
ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად
ჩვენი საქმიანობა ბავშვთა უფლებების დასაცავად და მათ მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად
დაგვიკავშირდით